Wednesday, July 14, 2010

პროექტი

1.პროექტის სახელი: ქ.გურჯაანის ეკოლოგიური პრობლემების
მოგვარების გზები
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოგვარდეს ქალაქ გურჯაანში ეკოლოგიური პრობლემები, როგორც ქალაქის დასუფთავების სამსახურის,ასევე მთელი მოსახლეობის მიერ.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებმა მიიღონ მონაწილეობა როგორც საკუთარი კლასის, სკოლის, უბნის, ასევე მთელი ქალაქის დასუფთავებაში.
4.მონაწილეთა ასაკი: მეათეკლასი, 14–15 წელი.
5.ვადები: სექტემბრიდან–ივნისამდე(პერიოდულად)
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:პლაკატები, ბროშურები, სურათები,ილუსტრაციები, სქემები, დიაგრამები,რუკები, დაფა,ცარცი.
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: მოსწავლეები მიეჩვევიან სისუფთავეს ყველგან, სხვებსაც ასწავლიან და შესაბამისად ქალაქის მასშტაბით დამყარდება სისაფთავე.
8. სარგებელი სხვებისთვის: ქალაქში დამყარდება სისუფთავე, აღარ იქნებიან მაწანწალა ძაღლები, მღრღნელები,არ იქნება დაბინძურებული ადგილები და დაავადების გამომწვევი კერები.
9. სამუშაო ენა: ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: კავშირი ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სხვა სკოლების მოსწავლეებთან, მათი ჩაბმა აღნიშნული მიმართულებით.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, ისტორია, ხელოვნება, ეროვნული სასწავლო გეგმა.
12.პროექტის ფასილიტატორი:მარიკა ჯაჯანაშვილი.
13.ფასილიტატორის ელ. ფოსტა: Marika.Jajanashvili@gmail.com